შვეიცარიამ მომავალი ზამთრის დეფიციტის აღმოსაფხვრელად გაზის რეზერვის შექმნა გადაწყვიტა. ქვეყნის მთავრობამ, ანუ ფედერალურმა საბჭომ ერთი წლით გაახანგრძლივა შარშანდელი დადგენილების მოქმედების ვადა, რომლის საფუძველზეც გაზის მარაგი წლევანდელი ზამთრისთვის შეიქმნა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაზის მრეწველობას 2023-2024 წლების ზამთარში შესაძლო დეფიციტისთვის რეზერვის შექმნა კვლავ დასჭირდება.“ ბოლო სხდომაზე ფედერალურმა საბჭომ ერთი წლით გაახანგრძლივა დადგენილება „გაზის მიწოდების სიმძლავრეების გარანტიის შესახებ.“
მთავრობა შენიშნავს, რომ „გაზის, თითქმის, მთელი მოცულობა, რასაც შვეიცარია მოიხმარს, იმპორტირებულია და ქვეყნის ტერიტორიაზე ლურჯი საწვავის „სეზონური საცავები“ არ არსებობს. საზღვარგარეთ საცავებში შვეიცარიის რეზერვი 6 ტერავატ-საათს შეადგენს, რაც ქვეყანაში გაზის წლიური მოხმარების მხოლოდ 15%-ს შეესაბამება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ