რუსეთმა ლარსის საზღვარი დახურა

რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა. როგორც რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი არის უამინდობა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გზა დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელებისთვის „შემდეგ გაფრთხილებამდე“.

რუსული მედიიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუარესებით და უსაფრთხო გადაადგილებით ახსნა. „ჩვენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ“ - აცხადებენ სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, იანვრის განმავლობაში ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ვლადიკავკაზი-ლარსის დასახლების მონაკვეთზე ამინდის პირობებისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეზღუდვებს პერიოდულად აწესებდა, თუმცა ეს მხოლოდ დიდ ავტომობილებს შეეხებოდა.

ცნობისათვის, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 2022 წლის 21 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციის დაწყებიდან რუსებისთვის ქვეყნის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა. ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 25-27 სექტემბერს საქართველოში 20 000-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. გამსვლელი პუნქტისკენ მიმავალ გზაზე მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა, რომელშიც ხალხი რამდენიმე დღე იდგა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში სულ 700 000-მდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც ქვეყანაში 100 000 რუსი დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
უცნობი.

წაათრიეთ ეს უჯიშო ვარიაგების მოდგმა თავის სავარიაგეთში ის 100000

23:17 / 2023-02-04
giga

სულ რაღაც 100 000 დარჩენილა - ეთნობალანს ცვლიან საქართველოში.

19:07 / 2023-02-03
ავთო

უმეტესობა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებია

16:25 / 2023-02-04
მზია ბერიძე

გააძევეთ ის 100000 იც !!!!

10:52 / 2023-02-04
კაკო

შემოიღეთ სასწრაფოდ სავიზო რეჟიმი.

01:42 / 2023-02-06
გააკეთე კომენტარი
×
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოფიციალური კურსი
26 აპრ29 აპრ
1 USD2.74962.74960%
1 EUR3.12243.12270.01%
100 RUB3.33013.34350.4%
კონვერტორი
USD
GEL