საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, ზრდაა რაოდენობაშიც, თუმცა მხოლოდ 25%-იანი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი 63 860.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზე, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:
ინფორმაციისთვის, 2022 წელს ქვეყანაში 1.6 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, ქვეყანაში 935.4 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ზრდა 73.1%-ია. რაოდენობრივად კი სურათი ასეთია - 2021 წელს - 126 287 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 149 016-ის.