საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 იანვრისთვის 4.899 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2,2 მილიონი დოლარით შემცირდა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობამ 4.901 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა.
რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს - აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (სესხების სპეციალური უფლება) – 469,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 9,7 მლნ დოლარს შეადგენს.