Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პერმიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დღემდე 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავით გათვალისწინებული გადასახდელის შესახებ.

განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა უჯდება ბანკს იურიდიული დავები გლობალურად. ეს იქნება დასასრული იმ დავისა, რომელიც სექტემბერში დაიწყო.

ცნობისთვის, Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ CS Victims შეიქმნა. CS Victims-ის ინფორმაციით, ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. "Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახი ჩაკვეტაძე