თავის საჯარო გამოსვლებში ვლადიმერ პუტინს უყვარს ფულისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაცემის შესახებ საუბარი. 21 თებერვალს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფედერალურ ასამბლეას მან პირველად მიმართა და აღმოჩნდა, რომ ამჯერად ის შედარებით მოკრძალებულია.
BBC-მ გამოიკვლია, რას დაპირდა პრეზიდენტი თავის მოსახლეობას და რა გავლენას იქონიებს მისი გეგმები რუსეთის ეკონომიკაზე.
როგორც წესი, პუტინისთვის ასეთი გამოსვლები არამარტო დასავლეთის გეგმების შესახებ საუბრის, რუსეთის განადგურების, არამედ ხალხისთვის „საჩუქრების“ საჯაროდ დარიგების შესაძლებლობაა - სოციალური გადასახადები, შეღავათები და ფული სხვადასხვა პროექტებისთვის, მაგალითად, გზის მშენებლობისთვის.
21 მარტსაც იგივე იყო, თუმცა ამჯერად პუტინი აღარ ყოფილა ისეთი გულუხვი, როგორც მანამდე. უახლესი დანაპირები შემდეგნაირად გამოიყურება:
პუტინის ამ გზავნილების მერე, საკმაოდ პირქუში მზერით მჯდომმა ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყველა მითითება სრულად დაფინანსდება.
რა ჯდება ყველაზე ძვირი?
„ალბათ, ყველაზე ძვირი ახალი ხარჯების ვალდებულებები დაჯდება - სპეციალური ფონდი მებრძოლებისთვის და სამშობიარო კაპიტალის განაწილება ოთხი რეგიონის მცხოვრებლებისთვის, რომელთა გაწევრიანება პუტინმა გასულ წელს გამოაცხადა“, - განაცხადა ალექსანდრე ისაკოვმა Bloomberg Economics-იდან.
ის ვარაუდობს, რომ სპეციალური ფონდის დაფინანსება შესაძლოა, ბიზნესის ხარჯზე მოხდეს - ხელისუფლება წელს მსხვილ კომპანიებთან ერთად ბიუჯეტში ერთჯერადი „ნებაყოფლობითი“ შენატანის იდეას განიხილავს.
ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი
იანვარში რუსეთში ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ დონეზე იყო ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში - 1,8 ტრილიონი რუბლი, რაც გამოწვეული იყო ხარჯების მკვეთრი ზრდითა და შემოსავლის შემცირებით.
”ბიუჯეტისთვის ახლა ყველაზე რთული პერიოდი დგას - ის დეფიციტური იქნება მთელი 2023 და მომავალი წლის განმავლობაში. ხარჯების ზრდა კიდევ უფრო გაზრდის დეფიციტის მასშტაბებს”,- ამბობს რუსი ეკონომისტი.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ანტონ სილუანოვმა კვლავ პირობა დადო, რომ პუტინის ახალი დაპირებების მიუხედავად, დეფიციტი მშპ-ს 2%-ს არ გადააჭარბებს.
თებერვლის საოპერაციო მონაცემები ჯერჯერობით საგანგაშოდ გამოიყურება: 16 თებერვლის მდგომარეობით, ბიუჯეტის ხარჯებმა შეადგინა 4,9 ტრილიონი რუბლი, ხოლო შემოსავლებმა - ტრილიონზე ნაკლები. ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე იანვარში - თითქმის 4 ტრილიონი რუბლი.
ამჟამად, ეროვნული კეთილდღეობის ფონდში თითქმის 11 ტრილიონი რუბლია - ასეთი დეფიციტით, ეს თანხა საკმარისი იქნება ერთი ან ორი წლის განმავლობაში.
როდესაც რეზერვები ამოიწურება, ხელისუფლებას მოუწევს ხარჯების შემცირება. თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებისთვის ხარჯების შემცირება თითქმის შეუძლებელია. რჩება ფულის შემცირება განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკისთვის. ამ ახალ რეალობაში კი, პუტინს ფულის და დაპირებების გაცემა გაცილებით გაუჭირდება.