კულინარია, ტრანსპორტი, კომუნალურები - რატომ არის ისლანდიას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირი ქვეყანა და ღირს იქ ცხოვრება

ისლანდია საოცრებათა ქვეყანაა, მყინვარების, გეიზერებისა და ვულკანების დრამატული პეიზაჟებით. მაგრამ ამ სკანდინავიურ კუნძულოვან ქვეყანას ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნის რეპუტაცია.

ამ ქვეყანაში საკვები და საცხოვრებელი შედარებით მაღალია, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.

ვნახოთ, რა ხდის ისლანდიას ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქვეყნად მსოფლიოში.

კულინარია

ისლანდიის სამზარეულო არის ტრადიციული კერძების, თანამედროვე შემოქმედებისა და სკანდინავიური გავლენების ნაზავი. ისლანდიის რესტორნები გვთავაზობენ მრავალფეროვან სამზარეულოს - ზღვის პროდუქტებიდან დაწყებული, უნიკალური კერძით, ჰაკარლით დასრულებული, რაც ფერმენტირებული ზვიგენია.

ქვეყანაში ცხოვრების მაღალი ღირებულების გამო, ზოგიერთ კვების ობიექტში სტუმრობისას შეიძლება მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა მოგიწიოთ. ისლანდიის რესტორნებში საკვების მაღალი ფასის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა.

აქ ინგრედიენტების უმეტესობა იმპორტირებულია, რაც ზრდის საკვების ღირებულებას. გარდა ამისა, ქვეყნის მკაცრი კლიმატი და ხანმოკლე სეზონი ზღუდავს ადგილობრივად მოპოვებული პროდუქციის მრავალფეროვნებას.

ისლანდიაში მინიმალური ხელფასი შედარებით მაღალია.

ისლანდიური ბატკანი ასევე ცნობილია თავისი უნიკალური გემოთი, იქ ცხოველები ძოვენ ველურ ბალახებს. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი დელიკატესები, როგორიცაა ჭვავის პური, სკაირი (იოგურტის სახეობა) და ფერმენტირებული ზვიგენი, ჰაკარლი.

ტრანსპორტი

ისლანდია უნიკალური და უხეში ლანდშაფტის მქონე ქვეყანაა, ამის გამო გადაადგილება შეიძლება რთული იყოს. ამ ქვეყანაში ტრანსპორტირების ღირებულება ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისლანდიაში ტრანსპორტირება ასე ძვირია, არის ქვეყნის მცირე მოსახლეობა და დისტანცირებული მდებარეობა.

ისლანდიაში მხოლოდ რამდენიმე დიდი ქალაქია და ქვეყნის დიდი ნაწილი მეჩხერად არის დასახლებული, რაც ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, როგორიცაა გზები, აეროპორტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ართულებს.

სასურსათო და კომუნალური მომსახურების მაღალი ღირებულება

სასურსათო და კომუნალური მომსახურება არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯი ისლანდიის მცხოვრებლებისთვის და ვიზიტორებისთვის, აქ ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ისლანდიაში კომუნალური მომსახურება, როგორიცაა ელექტროენერგია და გათბობა, შედარებით ძვირია. ქვეყნის კლიმატი, გრძელი, ბნელი ზამთრით, ნიშნავს, რომ გათბობის ხარჯები შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი.

ისლანდიაში ქირის ღირებულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ქვეყნის მცირე მოსახლეობისა და დისტანციური მდებარეობით, რაც რთულს ხდის ინფრასტრუქტურის აშენებას და შენარჩუნებას.

numbeo.com-ს მონაცემებით, ისლანდიაში, ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო თვიური ხარჯები, საცხოვრებლის ქირის გარეშე 4,088 დოლარიდან იწყება. ერთი ადამიანის სავარაუდო თვიური ხარჯები კი დაახლოებით 1,106 დოლარია.

თუ შევადარებთ საქართველოს, ერთი ადამიანისთვის ისლანდიაში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 106,9%-ით მეტია, ხოლო ქირის საფასური საქართველოსთან შედარებით 84,0%-ით მეტია.

რესტორანში ერთი ულუფა საკვების ღირებულება 17 დოლარიდან იწყება.

რაც შეეხება ტრანსპორტს - ერთი გზის ბილეთის საფასური 3.40 დოლარია. თვიური აბონიმენტის ფასი კი 56.34 დოლარს შეადგენს. თუ ტაქსით სარგებლობა გსურთ, 1 კმ-ის საფასური საშუალოდ 2.30 დოლარიდან წყება. ლიტრი ბენზინი ფასი 2.10 დოლარია.

რაც შეეხება კომუნალურებს, მთლიანობაში: დენის, ბუნებრივი აირისა და სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა ერთ ადამიანს დაახლოებით 103 დოლარი გამოსდის.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი