1-ელ მაისს აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები შესაძლოა, მეზობელი ქვეყნებისთვის გახსნას. მათ შორის იქნება საქართველოც.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები ჩაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მოიხსნა, საზღვარი 3 წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა და პანდემია დასრულებულად ითვლება. ამ დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ მსოფლიოში პანდემია დასასრულს მიუახლოვდა.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 1-ელ მაისამდეა ძალაში, ამიტომ საზღვრის გახსნა სწორედ ამ თარიღისთვის მოიაზრება.
ოფიციალურ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტი ოპერატიულ შტაბთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს.