როგორც წესი, სამეფო ოჯახის წევრები პომპეზურ და გრანდიოზულ ქორწილებს იხდიან და ეს ყველაფერი არც მედიისთვის რჩება შეუმჩნეველი. მათ შორის, რამდენიმე ქორწილი თავისი ძვირად ღირებული ცერემონიალის გამო გამორჩეულია.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მასშტაბურ ქორწილს:
პრინცესა მარგარეტი და ანტონი არმსტრონგ-ჯონსი - 212,000 დოლარი
BBC News-მა განაცხადა, რომ 1960 წლის 6 მაისს სამეფო ქორწილი იყო პირველი, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. საქმრო არ იყო ღარიბი. მათი ცერემონია კი უზარმაზარი იყო. ქორწილი 40 000 დოლარი დაჯდა. ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ეს რიცხვი დაახლოებით 212,000 იქნება.
პრინცი რენიე III და გრეის კელი - 2 მილიონი დოლარი
მდიდრულ სამეფო ქორწილს 1956 წელს მონაკომ უმასპინძლა. გრეის კელისა და პრინცი რენიე III-ს ქორწილი, მონაკოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში 18 აპრილს შედგა.
პრინცესა ვიქტორია და დანიელ ვესტლინგი - 2,63 მილიონი დოლარი
პრინცესა ვიქტორია დანიელ ვესტლინგზე 2010 წელს დაქორწინდა. The Telegraph-ის მიხედვით, ზეიმი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ქორწილს თითქმის 5 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, პატარძლის სანახავად კი ქალაქს 200 000 ადამიანი ეწვია.
პრინცესა ევგენი და ჯეკ ბრუკსბანკი - 3,3 მილიონი დოლარი
პრინცესა ევგენი დიდი ხნის პარტნიორ ჯეკ ბრუკსბანკზე დაქორწინდა. ქორწილის ღირებულება Express-თან ინტერვიუში Bridebook-ის შემქმნელმა ჰემიშ შეფარდმა შეაფასა. მისი თქმით, სამეფო ქორწილი 3,3 მილიონი დოლარი დაჯდა.
Harper's Bazaar-ის ინფორმაციით, მხოლოდ საპატარძლო კაბა 135,000 დოლარის ღირებულების იყო.
საბერძნეთის პრინცი პავლოსი და მარი-შანტალ მილერი - 8 მილიონი დოლარი
საბერძნეთის მემკვიდრე პრინც პავლოსი და მარი-შანტალ მილერი 1995 წელს, ლონდონის წმინდა სოფიას ეკლესიაში დაქორწინდნენ.
მილერს "მარგალიტით მოჭედილი ვალენტინოს კაბა" ეცვა, რომელზეც 25 მკერავი მუშაობდა.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი - 34 მილიონი დოლარი
ქორწილი 2011 წლის 29 აპრილს შედგა. ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ქეითი უნაკლოდ გამოიყურებოდა: ალექსანდრე მაკქუინის დიზაინერ, სარა ბარტონის კაბაში და დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტიარით თავზე.
საინტერესოა, რომ კეტრინმა მაკიაჟი თავად გაიკეთა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - 42,8 მილიონი დოლარი
2018 წლის მაისის სამეფო ქორწილი ძვირი დაჯდა. ამ თანხაში არ შედის უსაფრთხოების დაგეგმილი 30 მილიონი ფუნტი.
წყვილის ქორწილი წლის ყველაზე განსაკუთრებული ცერემონიალი იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
პრინცი ალბერტ II და შარლინ ვიტსტოკი - 70 მილიონი დოლარი
მონაკოს პრინცი ალბერ II შარლინ ვიტსტოკზე 2011 წელს დაქორწინდა.
პრინცი რენიე III-ისა და გრეის კელის სამეფო ქორწილის მსგავსად, თანამედროვე წყვილის ქორწილი ექსტრავაგანტული იყო. გამოცემის ცნობით, ქორწილის ღირებულებამ 70 მილიონ დოლარს მიაღწია.
პრინცი ჩარლზი და ლედი დიანა სპენსერი - 110 მილიონი დოლარი
სამეფო წყვილის 1981 წლის ქორწილი იყო ყველაზე ძვირად ღირებული ბრიტანეთის სამეფო ქორწილი.
Business Insider-ის თანახმად ლედი დიანას საქორწილო კაბის საფასური ექვსნიშნა იყო. ხოლო Town & Country-მა მისი ჩაცმულობა 115 000 დოლარად შეაფასა. ეს ქორწილი გახდა "საუკუნის ქორწილი" ადგილის, დეკორაციისა და ყვავილების მაღალი ღირებულების გამო.
შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი და პრინცესა სალამა - 100 მილიონი დოლარი
Rarest-ის მიხედვით, აბუ დაბის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრინცესა სალამამ 1981 წელს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ქორწილი გადაიხადეს.
შეიხის მშობლებმა ამ შემთხვევისთვის 20 000 ადგილიანი სტადიონი ააშენეს. ქორწილს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ზეიმი ერთი კვირაზე მეტხანს გაგრძელდა.
წყარო: therichest.com