საქართველოდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი დაახლოებით, 296%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის თებერვალში კავშირის 5 ქვეყანაში 32,702 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წელს თებერვალში 129.509 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი - 1 086,7%-იანი ზრდა ყირგიზეთში ფიქსირდება, სადაც წელს თებერვალში საქართველოდან რეექსპორტმა 28,315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,386 მლნ აშშ დოლარი.
ამავე მონაცემების თანახმად, ყაზახეთში წელს თებერვალში რეექსპორტზე 41,982 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,941 მლნ აშშ დოლარის (ზრდა 749%-ია).
რეექსპორტის მაჩვენებელში, რეკორდული ზრდით ყაზახეთს სომხეთი მოსდევს. კერძოდ, 2023 წლის თებერვალში საქართველოს გავლით სომხეთში 47,940 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის თებერვალში - 17,303 მლნ აშშ დოლარის, აქ ზრდა 177%-ს შეადგენს.
შემდეგია რუსეთი, სადაც წელს თებერვალში საქართველოს გავლით 10,222 მლნ აშშ დოლარის საქონელი მოხვდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5,036 მლნ აშშ დოლარის, ზრდა 102,9%-ია.
საქართველოდან რეექსპორტი შემცირებულია ბელარუსში, სადაც 2023 წლის თებერვალში 1,050 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,036 მლნ აშშ დოლარის. აქ კლება 189%-ია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების 5-ეულს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში წელს თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:
ტოპ-5 რეექსპორტირებული პროდუქტი ყაზახეთში:
- მსუბუქი ავტომობილები - 30,619 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 7,678 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 810.8 ათასი აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 610.1 აშშ დოლარი
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 426.4 ათასი აშშ დოლარი
სომხეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 50.661 მლნ აშშ დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19.450 მლნ აშშ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3.260 მლნ აშშ დოლარი
- ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3,133 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 1,764 მლნ აშშ დოლარი
რუსეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 17.719 მლნ აშშ დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები - 3.793 მლნ აშშ დოლარი
- სიგარილები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 3.169 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2,326 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი - 1,785 მლნ აშშ დოლარი
ყირგიზეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 27.164 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 368.72 ათასი აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, აქსკავატორები - 276 ათასი აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 253 ათასი აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 214.36 მლნ აშშ დოლარი
ბელარუსში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 373.9 ათასი აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 343.8 ათასი აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 116.9 ათასი აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 72.24 ათასი აშშ დოლარი
- სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი, ნებისმიერი მასალისაგან - 62.8 ათასი აშშ დოლარი.