Disney 7 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

The Walt Disney Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა კომპანიის 7 000 თანამშრომლის შემცირების პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია ეიგერის წერილში, რომელიც Reuters-მა გაავრცელა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ Disney დაიწყებს თანამშრომლების პირველი ჯგუფის შეტყობინებას მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში. აპრილში კი მოსალოდნელია „რამდენიმე ათასი თანამშრომლის“ გათავისუფლების მეორე, უფრო დიდი ტალღა. წერილის მიხედვით, კომპანიის შემცირების მთელი პროცესი 2023 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

Walt Disney Company-ის მხრიდან მასიური დათხოვნის კამპანია, 5,5 მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირების მცდელობის ნაწილია.

სააგენტოს წყაროს ცნობით, შემცირება შეეხება კომპანიის რამდენიმე ძირითად განყოფილებას - Disney Entertainment და Disney Parks, Experiences and Products.

კოკა კვირკველია