აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Wells Fargo 97.8 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
Fed-ისა და სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის თანახმად, მიზეზი მის ერთ-ერთ შვილობილ ბანკზე სანქციების რისკების არასაკმარისი ზედამხედველობა გახდა.
Wells Fargo-მ ერთ-ერთ უცხოურ ბანკს უფლება მისცა გამოეყენებინა თავისი პლატფორმა აკრძალული ტრანზაქციების განსახორციელებლად.
2010-2015 წლებში, ამოუცნობმა უცხოურმა ბანკმა Wells Fargo-ს სავაჭრო-საფინანსო პლატფორმა სახელად Eximbills გამოიყენა 532 მილიონი დოლარის ტრანზაქციების განსახორციელებლად, რომელიც აშშ-ს სანქციების წესებს არღვევდა.
როგორც ფედერალურ რეზერვში ამბობენ, Wells Fargo-მ პრობლემა 2015 წელს აღმოაჩინა და შეწყვიტა პლატფორმის შეთავაზება უცხოური ბანკებისთვის.
მოგვიანებით, სახაზინო დეპარტამენტმა ცალკე განცხადებაში განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას Wells Fargo-სთან, რომლის მიხედვითაც ბანკი დათანხმდა 30 მილიონი დოლარის გადახდას ირანის, სირიისა და სუდანის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის.