Turkish Airlines-ის მგზავრები ფრენისას მესენჯერებით ისარგებლებენ

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მგზავრები საერთაშორისო ფრენების დროს WhatsApp-ით, Messenger-ით, iMessage-ითა და სხვა მესენჯერებით სარგებლობას შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის ნაციონალური ავიაკომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო „აზერტაჯი“ ავრცელებს.

ეს სერვისი აპრილიდან ხელმისაწვდომია პროგრამა Miles & Smiles-ის ყველა მონაწილისთვის, ხოლო Classic Plus-ის, Elite-ისა და Elite Plus-ის სტატუსის წევრები გაფართოებულ უფასო ინტერნეტ-პაკეტებს მიიღებენ.

მესინჯერების შეუზღუდავი ტრაფიკი პირველ რიგში იმ თვითმფრინავებზე მოქმედებს, სადაც ინტერნეტთან წვდომას Turk Telekom უზრუნველყოფს. შემდეგ სერვისი ინტერნეტთან დაკავშირებულ Turkish Airlines-ის ყველა თვითმფირნავზე ამოქმედდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ