Hyundai 2030 წლამდე ელექტრომობილების წარმოებაში 18 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Hyundai Motor Group-მა პირობა დადო, რომ დახარჯავს დაახლოებით 24 ტრილიონ ვონს (18,2 მილიარდი აშშ დოლარი) 2030 წლამდე, ელექტრომობილების წარმოების გასაძლიერებლად, რადგან გლობალური საავტომობილო ინდუსტრიის დიდი ნაწილი ელექტრომობილებზე გადადის.

Hyundai - შვილობილი Kia-სა და Genesis-თან ერთად - მიზნად ისახავს ჩადოს დიდი ინვესტიცია ელექტრომობილების წარმოების გასაძლიერებლად და გაზარდოს მათი ხელმისაწვდომობა.

Automotive News-ის თანახმად, Hyundai-მ ასევე ჩამოაყალიბა გრძელვადიანი მიზანი, გახდეს ელექტრომობილების წარმოებაში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კომპანია. Hyundai მიზნად ისახავს გაზარდოს თავისი წლიური ელექტრომობილების წარმოება კორეაში 1.51 მილიონ ერთეულამდე ათწლეულის ბოლომდე, რაც გაზრდის მის გლობალურ წარმოებას 3.64 მილიონამდე. ცნობისთვის, Tesla-მ მხოლოდ 2022 წელს 1,4 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა და შესაძლოა, ეს რიცხვი 2 მილიონამდე გაზარდოს უკვე მიმდინარე წელს. ხოლო მეორე ადგილზე მყოფმა ჩინურმა BYD-მ 2022 წელს 900 000-ზე მეტი ელექტრო მანქანა გამოუშვა.

2030 წლისთვის Hyundai Motor Group იმედოვნებს, რომ ბაზარს შესთავაზებს 31 სრულად ელექტრო მოდელს, აქედან 17 იქნება Hyundai-დან და Genesis-დან, 14 კი Kia-დან

კოკა კვირკველია