იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

3 თვეში ქვეყნის საზღვარი რუსეთის 298 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

შსს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის 320 236 მოქალაქე გავიდა.

საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

screenshot-4-1681302888.jpg

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 3 574 595-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა).

მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 732 738-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 171 133 მოქალაქე საქართველოში გავლით იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ იანვარი-მარტის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეა - სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.