2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა 5 159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, რაც 42,3%-ია. იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.
საერთო ჯამში 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 14 394-მა მოქალაქემ ჯამში 20 034 ბინა შეიძინა.
უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება (top-10)
გარდა ჩამოთვლილი ქვეყნებისა, საქართველოში წელს ქონება იყიდეს ასევე: აშშ-ს, პერუს, არუბას, ბელგიის, იემენის, იტალიის, კატარის და ა.შ. ქვეყნების მოქალაქეებმა, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
რაც შეეხება 2022 წელს, შარშან უცხოელებმა 15 ათასამდე საცხოვრებელი ბინა იყიდეს, საიდანაც 6 062 რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გასულ წელს 1 892 ბინა შეიძინეს, მესამე ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 1 321 ბინა იყიდეს.
უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება: (top-10)
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, რეალიზებული ბინების მყიდველებთან ფარდობა 1.35-ია.
წარმოდგენილ სტატისტიკაში დაზუსტებული არაა ამ ქონებების რა ნაწილი მოდიოდა თბილისის; ბათუმის; ქუთაისის; გუდაურის და სხვა ქალაქების უძრავი ქონების ბაზრებზე.