2023 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი ნიუ-იორკია, სადაც 340 ათასი მილიონერი ცხოვრობს.
უმდიდრესი ქალაქების ტოპ 10-ეული საცხოვრისის დაგეგმარების კომპანია Henley & Partners-მა და ანალიტიკურმა კომპანია New World Wealth-მა შეადგინეს, რასაც „იზვესტია“ ავრცელებს.
სიდნეი, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული გარეუბნები მდებარეობს, ბოლო 20 წლის განმავლობაში მდიდარი ადამიანების გამოკვეთილად ძლიერი ნაკადით გამოირჩევა. 2040 წლისთვის მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქთა ხუთეულში მის მოხვედრას პროგნოზირებენ.
პეკინი და შანხაი ათეულში მხოლოდ ბოლო ათწლეულში მოხვდნენ, ხოლო ჰონგ კონგი, პირიქით, 2012 წლის მეოთხე პოზიციიდან მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
15 მარტს არაკომერციულმა ორგანიზაცია Oxfam America-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში მილიარდერების მთლიანი ქონება პანდემიის დაწყებიდან, თითქმის, მესამედით, ხოლო 2013 წლიდან 86,3%-ით გაიზარდა და 4,51 ტრლნ დოლარს მიაღწია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ