2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა. აქედან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია - მდუმარე დეპუტატები, ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
მათი ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებსაც გასულ წელს პლენარულ სხდომაზე ხმა არ ამოუღიათ არიან:
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა)
- ისკო დასენი (უმრავლესობა)
- გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი)
- აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია)
- მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია)
- სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა)
- ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა)
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
- გოგი მეშველიანი (უმრავლესობა)
- კობა ნაყოფია (ოპოზიცია)
- რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია)
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
- ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია)
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა)
- ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა)
- ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია)
- დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი)
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)