თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შეტანილ ხორბალზე, სიმინდსა და ქერზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი 1-ლი მაისიდან მოქმედებას შეწყვეტს და ეს საქონელი 130%-იანი გადასახადით დაიბეგრება.
ინფორმაციას Resmi Gazete ავრცელებს.
გამონაკლისი დაშვებულია სინგაპურისთვის, რომლიდანაც თურქეთში ამ პროდუქციის ნაწილის შეტანა 16,2%-იანი გადასახადით იქნება შესაძლებელია, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინაზე ნულოვანი ბაჟი დარჩება ძალაში.
კოვიდპანდემიამდე იმპორტის გადასახადი ხორბალზე 45%-ს, ქერზე 35%-ს, ხოლო სიმინდზე 25%-ს შეადგენდა. თუმცა 2020 წლის ოქტომბერში, პანდემიის დაწყებისთანავე თურქეთმა ეს გადასახადები ჯერ შეამცირა, შემდეგ კი საერთოდ გაანულა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ