2023 წლის პირველ კვარტალში ფრანგულმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ Carrefour SA გაყიდვები 13%-ით, 22,07 მილიარდ ევრომდე გაზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთში შედარებითი გაყიდვების ჩათვლით შემოსავლები გაიზარდა 7,1%-ით (10,216 მლრდ ევრომდე), დანარჩენ ევროპაში - 8,8%-ით (6,011 მლრდ ევრომდე).
ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი 26%-ით (5,843 მილიარდ ევრომდე) გაიზარდა, მათ შორის ბრაზილიაში 5,7%-ით.
ბოლო სამი თვის განმავლობაში Carrefour-ის კაპიტალიზაცია 7,2%-ით (13,5 მილიარდ ევრომდე) არის გაზრდილი.