გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა ამერიკულმა PepsiCo Inc.-მა პირველ ფინანსურ კვარტალში შემოსავალი 10%-ით გაზარდა, მაგრამ წმინდა მოგება 2-ჯერ დაეცა. კომპანიამ გააუმჯობესა საქმიანობის პროგნოზები მთელი მიმდინარე ფინანსური წლისთვის.
კომპანიის პრესრელიზის თანახმად, კვარტალურმა შემოსავალმა შეადგინა 17,85 მილიარდი დოლარი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 16,2 მილიარდი დოლართან შედარებით.
საანაგრიშო პერიოდში PepsiCo-ს წმინდა მოგება 1,93 მილიარდი აშშ დოლარია, გასული წლის 4,26 მილიარდთან შედარებით.
ამავე საანგარიშო პერიოდში PepsiCo-ს ორგანული შემოსავლების ზრდა 14.3% იყო.
კომპანია მიმდინარე ფისკალური წლისთვის გაყიდვების 8%-იან ზრდას ელოდება.