თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფათიჰ დონმეზი უახლოეს მომავალში მოსალოდნელ პოზიტიურ სიახლეს აანონსებს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია შირნაქში, გაბარის მთის რაიონში მდებარე ნავთობის საბადოს უკავშირდება. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
მისი თქმით, „ბურღვის სამუშაოები და ჭაბურღილთა რეზერვების შეფასება დასასრულს უახლოვდება და მონაცემების პირველი შეფასებები დადებითია, ხოლო საბოლოო შედეგებს მოსახლეობას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაუზიარებს.“
მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საბადოების შესწავლა გრძელდება. კერძოდ, დონმეზმა საქარიას გაზის საბადოს მაგალითი დაასახელა, რომელიც შავი ზღვის თურქულ სექტორში 2022 წელს აღმოაჩინეს. ასევე, ნავთობის მარაგს პროვინცია ადანის ჩუკუროვის რაიონშიც მიაკვლიეს, ხოლო გასულ წელს შირნაქში „ესმა ჩევიკის“ საბადო აღმოაჩინეს, რომლის მარაგიც 180 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ