სიმინდის ფქვილის იმპორტი 113-ჯერ შემცირდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია

გასულ თვეში სიმინდის ფქვილი ერთ-ერთი ყველაზე გაძირებული პროდუქტი იყო და მასზე ფასი 35.4%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა - პროდუქტი რამდენიმე თვეა პერმანენტულად ძვირდება. 68%-ით იყო გაძვირებული სიმინდის ფქვილი მარტში, 79.6%-ით - თებერვალში, 83%-ით კი იანვარში.

რამ გამოიწვია თვეების განმავლობაში სიმინდის ფქვილზე ფასის მატება, რთული სათქმელია. თუმცა თუ წლევანდელ იმპორტის მაჩვენებელს ვნახავთ, გამორიცხული არ არის, რომ ამის მიზეზი თითქმის 113-ჯერ შემცირებული იმპორტი იყოს. 2023 წელს საქართველოში მხოლოდ 5.2 ათასი აშშ დოლარის 2.3 ტონა პროდუქტი შემოვიდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 52.2 ათასი აშშ დოლარის 259.9 ტონა შეადგინა.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, სად იყიდა 2023 წელს საქართველომ სიმინდის ფქვილი:

  • თურქეთი - 3.7 ათასი აშშ დოლარის 1.2 ტონა
  • რუსეთი - 1.3 ათასი აშშ დოლარის 1.08 ტონა
  • იტალია - 0.16 ათასი აშშ დოლარის 0.04 ტონა
თამარ მუკბანიანი