მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით მემარცვლე ფერმერები კახეთში, ჩალაუბანზე აქციას მართავენ.
როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, აქციას დღეს გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს.
"მოთხოვნა ძალიან მარტივია, რომ ჩვენ მინიმალურ ფასში, თვითღირებულებაში მაინც გავყიდოთ მარცვლეული, რომელიც ხელისუფლების და სამინისტროს თხოვნისა და მოწოდების შემდეგ დავთესეთ. უბრალოდ, ვერ ვყიდით ძველ მოსავალს, მაშინ როცა ახალი კარზე მოგვადგა. შეუძლებელია შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.
გაკოტრების პირას ვართ. ბანკებს მიაქვთ ჩვენი ქონება და მალე, უბრალოდ, უმიწაწყლოდ დავრჩებით. დღეს, აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და დაახლოებით 3 00 ფერმერი გამოვედით" - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან".