საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შემცირდა, თუმცა ფასი 50%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 9,077 მლნ დოლარის ღირებულების 2 232 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 270 მლნ დოლარის ღირებულების 2 293 ტონის. გამოდის, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 2 735 დოლარად ყიდულობდა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 4 067 დოლარამდე გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც საქართველოში მეორეული ტანსაცმელი შემოაქვს. (ცნობისათვის, იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. წყარო - საქსტატი)
შპს არჩგრუპი - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ფერიდე ცანავა, ხოლო დირექტორია მიხეილ ზურაბაშვილი.
შპს ნავნე - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იანი წილები ეკუთვნით ეკატერინე ნადირაძეს და დავით გიგაურს. ნავნეს დირექტორია ეკატერინე ნადირაძე.
შპს ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ეს უკანასკნელი ლიეტუვაში რეგისტრირებულ ჰუმანას მეორადი დაფინანსების მოძიების პროექტებს ეკუთვნის, დირექტორია თურქეთის მოქალაქე - ბორა კარამანლი.
შპს ბორა - კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი კობა დავაძეა.
შპს მარინა - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია ეკუთვნის მარინა ტაველიძეს, დირექტორია ვალერი ნადირაძე.