რამდენი ქართული ავიაკომპანია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და რას საქმიანობენ ისინი

საქართველოს სამოქალაქო სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ 13 ავიაკომპანიაა რეგისტრირებული და ისინი სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ახორციელებენ.

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიათა ჩამონათვალი, მათი საქმიანობის სახეები და ფრენების მიმართულებები ასეთია:

  • "აერო ექსფედიშენ" (Aero Expedition) - სამგზავრო / სატვირთო / საავიაციო სამუშაოები;

კომპანია მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ბიზნეს და კერძო ჩარტერულ რეისებს, ტვირთის და პაციენტების ტრანსპორტირებას, საჰაერო ფოტო/ვიდეო გადაღებას სთავაზობს.

  • აკ-ეარ ჯორჯია (AK-AIR Georgia) - ადგილობრივი, სპორტული და საჩვენებელი ფრენები;

კომპანიის საქმიანობაში შედის შიდა რეგულარული ფრენები საქართველოში, ავია ტაქსი /ავია გასეირნება და ტურისტული მომსახურება.

  • იზი ჩარტერი (EASY Charter) - სატვირთო;

ავიაკომპანია "იზი ჩარტერი" ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელია და ახორციელებს სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს.

  • მაივეი ეარლაინზ (Myway Airlines) - სამგზავრო / სატვირთო;

ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად, ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. მიმართულებებში ევროპა, შუა აღმოსავლეთი და დსთ-ს ქვეყნები შედის.

  • სქაი თრეველი (Sky Travel) - ადგილობრივი, სპორტული და საჩვენებელი ფრენები;

Sky Travel საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია სხვადასხვა ტიპის ტურებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს.

  • ჯეო სქაი (GEO SKY) - სამგზავრო / სატვირთო;

ავიაკომპანია 2017 წელს დაარსდა და ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები.

  • ჯორჯიან ეარვეისი (Georgian Airways) - სამგზავრო / სატვირთო;

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს 1993 წლიდან ახორციელებს (2004 წლის პირველ ოქტომბრამდე ის "აირზენა - საქართველოს ავიახაზების” სახელით ოპერირებდა). დღეისთვის საფრენ მიმართულებებში თბილისი, ამსტერდამი, პარიზი, ვენა, თელ ავივი და ერევანი შედის.

  • ავიაკოპტერი (Aviacopter) - მსუბუქი / სამგზავრო;

„ავიაკოპტერი“ ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და ახორციელებს შიდა ჩარტერულ ფრენებს, ავიატურებს, ტრანსფერებს, ავია ფოტო/ვიდეო გადაღებას, ტვირთის გადატანასა და სამძებრო/სამაშველო ფრენებს.

  • კამექს ეარლაინს (Camex Airlines) - სატვირთო;

ავიაკომპანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს ADHOC, ACMI და ტვირთების გადაზიდვის სერვისებს.

  • საქართველოს ავიახაზები (Georgian Airlines) - სატვირთო;

„საქართველოს ავიახაზები“ 2020 წელს დაფუძნდა. კომპანია ფრენებს საქართველოში, შუა აღმოსავლეთში, CIS-ის ქვეყნებსა და ინდოეთში ახორციელებს.

  • თბილისი ეარვეისი (Tbilisi Airways) - სამგზავრო / სატვირთო;

„თბილისის ეარვეისი“ დაარსდა 2021 წელს. 2022 წლიდან ასრულებს რეგულარულ ჩარტერულ რეისებს თბილისი-ერევნის, თბილისი-ბერლინის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თელავივი-თბილისის მარშრუტზე.

  • თი სი ეი (TCA) - სამგზავრო / სატვირთო / საავიაციო სამუშაოები;

„თი სი ეი“ 2012 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ვერტმფრენებით მგზავრთა გადაყვანას საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ასევე ტურისტულ და გადაზიდვის სერვისებს ახორციელებს.

რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, 2022 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ასეთი საქართველოში 39-ია.

კახი ჩაკვეტაძე