„ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება" - ასეთ იმედს უჩენს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს რუსეთის მხრიდან ავიაემბარგოს მოხსნა.
ცნობისათვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა.
ახლა, ქართულმა მხარემ უნდა დაუშვას რუსეთიდან პირდაპირი ფრენები, თუმცა ხელისუფლების განცხადებებით ჩანს, რომ საკითხი უკვე შეთანხმებულია.
„ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში.
ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ, რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ [რუსეთში]. რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან?“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.