მართალია, მიმდინარე სეზონზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზოგადად, ქირაზე მოთხოვნა, შემცირდა, თუმცა უცხოელი სტუდენტების მხრიდან გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ უძრავი ქონების აგენტი ტატო ტარიელაშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში სასწავლებლად ძირითადად, ინდოეთიდან, კატარიდან, იორდანიიდან და ისრაელიდან ჩამოდიან.
„ახლა ქირაზე მოთხოვნა უფრო სასწავლებლად ჩამოსული უცხოელების მხრიდან არის. ძირითადად: ინდოეთი, კატარი, იორდანია, სხვადასხვა კონტინენტებიდან... ასევე, ისრაელიდან ძალიან ბევრი სტუდენტი მყავდა. ისინი ჩამოდიან სასწავლო დანიშნულებით, მათთვის სწავლის ფასიც და სტანდარტიც ძალიან კარგია, შესაბამისად, მოთხოვნა დიდია. რაც შეეხება უბნებს, გადანაწილებულები არიან, ვერ ვიტყვი, რომ ბინებს კონკრეტულ უბნებში ეძებენ“, - განაცხადა ტატო ტარიელაშვილმა.