საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია.
“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოსა და დანიას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურად სავაჭრო ბრუნვა დანიასთან 55%-ით გაიზარდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, საქართველო-დანიას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 9 083 650 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 5 855 180 აშშ დოლარი იყო.
ამასთან, თითქმის ორჯერ, 82.8%-ით გაიზარდა დანიიდან საქართველოში იმპორტი და 8 962 660 აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წლის 1-ელ კვარტალში კი იმპორტის მაჩვენებელი 4 902 560 აშშ დოლარი იყო. საქართველოდან ექსპორტი კი წლიურ ჭრილში თითქმის 8-ჯერ შემცირდა და თუ 2022 წლის იანვარ-მარტში 952 630 აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან დანიაში 120 990 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
2023 წლის 1-ელ კვარტალში დანიიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია: