ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სუპერმარკეტების დახლებზე უკვე საზამთროსა და ნესვსაც შეხვდებით. ამ პერიდოში, პროდუქტი საქართველოში, ძირითადად, იმპორტით შემოდის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 25.5 ათასი აშშ დოლარის ახალი საზამთრო, ნესვი და პაპაია შემოვიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 12.8 ათას აშშ დოლარს, 99%-ით აღემატება.
პროდუქტი შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის:
რაც შეეხება მთლიან 2022 წელს, ამ პერიოდში საქართველოში ახალი ნესვის, საზამთროსა და პაპაიის იმპორტმა 2.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა 445.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთავარი საიმპორტო პარტნიორები კი თურქეთი ($2.3 მლნ), ირანი ($394.2 ათასი) და აზერბაიჯანი არიან ($32.5 ათასი)