არქიტექტურა სამი სეფროს - ინჟინერიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და ხელოვნების კომბინაციაა. სწორედ ეს აქცევს მას როგორც რთულ, ასევე სპეციფიურ პროფესიად, სადაც წარმატებული კარიერის შექმნა არც თუ ისეთი ადვილია.
ამის მიუხედავად, დაუღალავი შრომისა და განსაკუთრებული ხედვის წყალობით, არსებობენ არქიტექტორები, რომლებმაც კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს და მილიონებიც გამოიმუშავეს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს არქიტექტორებს:
სერ დევიდ აჯეი - 10 მილიონი დოლარი
ბრიტანელმა არქიტექტორმა სერ დევიდ აჯეიმ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა. მან მოიპოვა რამდენიმე ჯილდო თავისი ეკოლოგიური პროექტებისთვის, მათ შორის არის კულტურის ეროვნული მუზეუმი. მისი 10 მილიონი დოლარის შემოსავლის ძირითადი წყარო საზოგადოებრივი შენობების დაპროექტებაზე მოდის.
მაია ლინი - 12 მილიონი დოლარი
არქიტექტორმა და მოქანდაკემ მაია ლინმა იცოდა, როგორ ჩამოეყალიბებინა ახალი არქიტექტურული ხედვა. როგორც Money INC წერს, მისი პროექტები იყენებს ტრადიციულ ჩინურ არქიტექტურას, სადაც მძაფრად იგრძნობა მისი ბავშვობის სოფლის გარემოს გავლენა.
12 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე არქიტექტორის ყველაზე დაფასებულ ნამუშევრებს შორისაა ვიეტნამელი ვეტერანთა მემორიალი ვაშინგტონში და სამოქალაქო უფლებების მემორიალი.
კონჯიან იუ - 15 მილიონი დოლარი
Turenscape Company-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტის კონჯიან იუს მიერ დაარსებულმა კომპანიამ 15 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.
იუმ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის ურბანული დაგეგმარების აღდგენაზე. მისი პროექტების უმეტესობა მთავრობის დაკვეთით არის შესრულებული.
ბიარკე ინგელსი - 17 მილიონი დოლარი
დანიაში დაბადებულ ინგელსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ გამოჩენილი არქიტექტორი გამხდარიყო. წლების განმავლობაში მან გამოიმუშავა 17 მილიონი დოლარის ქონება. ის მუშაობდა VM Houses-ისა და Mountain Dwellings-ის საბინაო პროექტებზე და მართავს ბაზარზე ერთ-ერთ უდიდეს ფირმას სახელწოდებით Bjarke Ingels Group (BIG).
რენცო პიანო - 25 მილიონი დოლარი
რენცო დაიბადა იტალიაში, მოკრძალებულ ოჯახში. მისი მამა მშენებლობებზე მუშად მუშაობდა, დედა კი ოჯახს უვლიდა.
რენცომ პრაქტიკული გამოცდილება არქიტექტურაში პატარა ასაკიდან მიიღო. მან დააპროექტა რამდენიმე პროექტი, როგორიცაა Hermes Maison ტოკიოში, ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში, მორგანის ბიბლიოთეკა ნიუ იორკში და NEMO-ს მუზეუმი ამსტერდამში.
ზაჰა ჰადიდი - 95 მილიონი დოლარი
ზაჰა ჰადიდი არქიტექტურის გამორჩეულ ფიგურად ითვლება, რომელიც 2016 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ფულის გამომუშავებას.
ერაყელ-ბრიტანელ არქიტექტორ ქალს 2010 და 2011 წლებში მიენიჭა პრესტიჟული სტერლინგის პრემია. მისმა პროექტებმა მას 95 მილიონი დოლარის წმინდა ღირებულება მოუტანა, ზოგიერთი ნამუშევარი იყო ლონდონის წყლის ცენტრი და Galaxy SOHO კომპლექსი პეკინში.
სანტიაგო კალატრავა - 100 მილიონი დოლარი
ესპანელმა მხატვარმა, არქიტექტორმა და მოქანდაკე კალატრავამ თავისი ნიჭით 100 მილიონი დოლარის ქონება გამოიმუშავა.
იგი ცნობილია თავისი სკულპტურული ხიდებითა და შენობებით, მისი წარმატებული პროექტებია World Trade Centre Transportation Hub ნიუ იორკში, Twisting Torso Tower შვედეთში, Milwaukee Art Museum და Hunt Hill Bridge ტეხასში.
მოშე საფდი - 100 მილიონი დოლარი
მოშე საფდის დისერტაციამ სახელწოდებით “ჰაბიტატი 67“ მისი კარიერა საერთაშორისო დონეზე აიყვანა.
Habitat 67 აშენდა მონრეალში, როგორც მისი კომპანიის Safdie Architects-ის პირველი პროექტი. მან დააპროექტა მნიშვნელოვანი სტრუქტურები, მათ შორის Crystal Bridges American Art Museum, The National Gallery Of Canada და Yad Vashem.
ფრენკ გერი - 100 მილიონი დოლარი
ფრენკ გერი მსოფლიოს შვიდი ათწლეულის განმავლობაში აოცებს. ის ყველაზე ცნობილია იმით, რომ ხელახლა განსაზღვრავს ქალაქის პეიზაჟებს თავისი უნიკალური დიზაინით. მის პროექტებში შედის Experience Music Project სიეტლში და Walt Disney Concert Hall ლოს ანჯელესში.
ნორმან ფოსტერი - 240 მილიონი დოლარი
ნორმან ფოსტერი რჩება სიის უმდიდრეს არქიტექტორად 240 მილიონი დოლარის ღირებულებით. მან თავისი ფირმა Foster + Partners 1967 წელს დააარსა და ცნობილია ელეგანტური თანამედროვე შენობების დიზაინით. მისი ყველაზე გამორჩეული პროექტები მოიცავს Citic-ის სათაო ოფისს, რომელიც მდებარეობს ჩინეთში და Swiss Tower RE ლონდონში.
მან ასევე მიიღო ჯილდოები ნიუ-იორკში Hearst Tower-ის დიზაინისთვის. მისი ზაიდის ეროვნული მუზეუმი აბუ დაბიში დღემდე ყველაზე ინოვაციური პროექტია.
წყარო: therichest.com