შემსყიდველებისთვის პირველი ღია ღონისძიება გაიმართება

5 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, კომპანია “მარტივი შესყიდვების” ინიციატივით, შემსყიდველთა პირველი ღია ღონისძიება ჩატარდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრება 100-მდე მონაწილე, მათ შორის, შემსყიდველები, შესყიდვებით დაინტერესებული პირები, კომპანიების წარმომადგენლები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია, როგორ მართონ ეფექტურად შესყიდვები და როგორ მოახდინონ ყოველდღიური პროცესების ოპტიმიზაცია. მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ წარმატებულ ქეისებზე, ორგანიზაციების საუკეთესო გამოცდილებაზე, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის ფორმატი შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს არა მხოლოდ მოისმინონ ინდივიდუალური პრეზენტაციები და ჩაერთონ პანელურ დისკუსიაში, არამედ დაამყარონ ახალი კონტაქტები.

მოწვეული სპიკერები არიან, როგორც ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე გამოცდილი შესყიდვების, ლოგისტიკის და დაკავშირებული სფეროების სპეციალისტები.

ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია Signify, გენერალური პარტნიორები: ტენდერს.ჯი, ქოსთი და ედვაიზი. მედიაპარტნიორია bpn.ge

ღონისძიების დეტალები: https://www.easyprocurement.ge/event

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://tkt.ge/show/12874/pirveli-ghia-shekhvedra-shemsyidvelebistvis

(R)