საპილოტე პროექტი - Mars-ის შოკოლადი დიდ ბრიტანეთში ქაღალდის შეფუთვით გამოუშვეს

დიდ ბრიტანეთში კომპანია Mars-ის შოკოლადის ბატონის გაყიდვა ქაღალდის შეფუთვით დაიწყო. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ბატონი ქაღალდის შეფუთვაში საპილოტე პროექტის ნაწილია, რომ „საკონდიტრო ნაწარმისთვის ალტერნატიული შეფუთვის გადაწყვეტილებები განისაზღვროს.“ სატესტო პროდუქტი Tesco-ს ქსელის 500 სუპერმარკეტში არის ხელმისაწვდომი.

კომპანია Mars UK-ში აცხადებენ, რომ პლასტმასის მოხმარების მესამედით შესამცირებლად ასობით მილიონი ფუნტის ინვესტიციას ახორციელებენ.

გაზეთ The Guardian-ის ცნობით, შვეიცარულმა კომპანია Nestle-მ დააანონსა, რომ გაერთიანებულ სამეფოში KitKat-ის შოკოლადის ფილებისთვის სპეციალურ შეფუთვაზე გადავა, რომელიც 80%-ით გადამუშავებული პლასტმასისგან შედგება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ