ქართულ ბაზარზე ფისტა 1 000%-იანი ფასნამატით იყიდება - სად ვყიდულობთ პროდუქტს

2023 წლის 4 თვეში საქართველოში ახალი და ხმელი ფისტის იმპორტი 3.3-ჯერ გაიზარდა.

წელს, საქართველომ 883.6 ათასი აშშ დოლარის 523 ტონა ფისტა იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 261.7 ათასი დოლარის 259.4 ტონა თხილეული.

წელს 1 კგ პროდუქტის იმპორტი საქართველოს 1.68 დოლარი დაუჯდა, ქსელურ მარკეტებში კი, 1 კგ ფისტის ფასი საშუალოდ 55 ლარია. გამოდის, რომ საქართველოში ფისტა 1000%-იანი ფასნამატით იყიდება.

„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ რაოდენობით ფისტა იყიდა:

თურქეთი - 590 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 361.9 ტონა

აშშ - 244.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების138.9 ტონა

საბერძნეთი - 46.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 22 ტონა

გერმანია - 2.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 0.11 ტონა

თამარ მუკბანიანი