ერაყში, სიდიდით მეორე და მთავარ საპორტო ქალაქ ბასრაში, მდინარე შატ ალ-არაბის დინების გასწვრივ ნახევრად ჩაძირული მეგაიახტა მდებარეობს. მის გვერდით უამრავი გემი მოძრაობს, ხანდახან სუპერხიატით ტურისტებიც ინტერესდებიან... ამ გიგანტური იახტის კორპუსი ჟანგით არის დაფარული, თუმცა დიდ ისტორიას ინახავს...
მას სახელი „ალ მანსური“ ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა შეურჩია და სწორედ მას ეკუთვნოდა მეგაიახტა, რომელსაც თავის დროზე ანალოგი არ ჰყავდა.
120-მეტრიანი მეგაიახტა, რომელიც განკუთვნილია ოკეანეში მოგზაურობისთვის 1983 წელს სპეციალურად სადამ ჰუსეინისთვის ფინურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Wärtsila-მ შექმნა.
2003 წელს, აშშ-ის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, იახტის გადატანა ბასრას ნავსადგურში შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად, თავად სადამმა ბრძანა. თუმცა, ეს უშედეგო მცდელობა იყო, რადგან “ალ მანსური“ 2003 წლის 27 მარტს ძლიერად დაიბომბა.
სადამის სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლო, “ალ მანსური“ ტექნოლოგიისა და სტილის თვალსაზრისით, იმ დროს ნამდვილი რევოლუციური ხომალდი იყო.
კომპანიამ ის პრეზიდენტის პერსონალური მახასიათებლებით შექმნა. მარმარილოთი მორთული, ეგზოტიკური ტყეებითა და ვერცხლის და ოქროს დიზაინით გაფორმებული სუპერიახტა 32-მდე მგზავრს იტევდა და აღჭურვილი იყო ვერტმფრენის მოედნით.
დღეს სადამ ჰუსეინის იახტა ჟანგიანი კუნძულია, სადაც ადგილობრივი მეთევზეები იკრიბებიან. მას იყენებენ ბადეების ჩამოსხმისთვის და საპიკნიკედ იყენებენ. ადგილს ტურისტებიც სტუმრობენ.
ყოფილი “ოკეანის მარგალიტი“, ახლა მდინარეში ლპება.
წყარო: msn.com