Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, რომელთა ტოპ-5 ასე გამოიყურება:
ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ბოსტონი. საუკეთესო ქალაქებს შორის ასევე არის ლონდონი, რომელიც მესამე ადგილს იკავებს.
კვლევა, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, 100 ქვეყანასა და 1000 ქალაქს მოიცავს. რეიტინგი ეფუძნება ზოგად ინდექსს, რომელიც შედგება ინდიკატორების სამი ჯგუფისგან: რაოდენობრივი (სტარტაპების რაოდენობა, ერთობლივი სამუშაო სივრცეები და ა.შ.), ხარისხობრივი (მათ შორის, კერძო ინვესტიციების მოცულობის რაოდენობა და მოცულობა) და ბიზნეს გარემოს მდგომარეობა (ინტერნეტის სიჩქარე და ღირებულება, ინვესტიციები და სხვა მახასიათებლები).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სტარტაპების დაფინანსება მთელს მსოფლიოში შემცირდა - Crunchbase-ის მიხედვით, კლება 30%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით, 413 მლრდ დოლარამდეა.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გლობალურად სტარტაპების დაფინანსება 76 მლრდ დოლარია ანუ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 53%-ით ნაკლები.