ესპანეთის კუნძულ ლანცაროტზე ვენახები პირდაპირ ვულკანურ ზედაპირზეა გაშენებული. როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერი და მდიდარია და შედეგადაც საკმაოდ გემრიელი ყურძენი მოდის.
მიწის უჩვეულო ზედაპირზე ვაზიც უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა აქ ვენახები საკმაოდ დიდ მანძილზე არის გაშენებული. თითოეული ძირი ერთმანეთისგან სპეციალური „კედლით“ არის დაშორებული, რაც ქარისგან დამცავს წარმოადგენს.
ლანცაროტეს ყურძნის კულტივაცია უნიკალურია მსოფლიოს ამ ნაწილისთვის. ის ინარჩუნებს პროცედურის პირველყოფილ მახასიათებლებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ამ ერთი შეხედვით გადამწვარ და უნაყოფო მიწებს, საკმაოდ დახვეწილი ღვინო აწარმოონ.
ადგილზე არის შესაძლებელი ღვინის დაგემოვნება და შეძენა. რაც შეეხება ფასებს, ის 10 ევროდან იწყება, ყველაზე ძვირი კი 59 ევრო ღირს.