Bentley-ს ახალი სუნამო სამხრეთ ამერიკის სურნელით

კომპანიამ Bentley-მ შექმნა სუნამო სამხრეთ ამერიკის სურნელით. Eau de Parfum Magnetic Amber-ს აქვს ხის ქარვის არომატი და საკმაოდ რთული შემადგენლობა. ფლაკონი საუცხოოდ არის დამზადებული და შესრულების მხრივ არ ჩამოუვარდება ბენტლის ავტომობილს. მისი დახვეწილი ფორმა შთაგონებულია Continental GT-ის ოპტიკით, დეკორაციისთვის კი პირველად გამოიყენეს ბუნებრივი ხე.

Magnetic Amber მერქან-ქარვის ოჯახს მიეკუთვნება და მისი შემადგენლობა იწვევს ასოციაციებს სამხრეთ ამერიკასთან. ზედა ნოტებია იტალიური ბერგამოტი და მაროკოს როზმარინი, შუა ნოტებია კარდამონი და საკმეველი. როდესაც ის იხსნება, მადაგასკარის შებოლილი ვანილი და ტონკას მარცვალიც ჩნდება, რომლებიც არომატს ნუშისა და თამბაქოს დახვეწილ ელფერს ანიჭებს. ფუძე არის თეთრი ქარვა, მიღებული სინთეზური მოლეკულა ამბროქსანისგან. მას აქვს ნატურალისტური ბუნებრივი სუნი.

სუნამოს შეძენა შესაძლებელია Bentley-ის ბრენდირებულ ონლაინ მაღაზიაში. 100 მილილიტრიანი ბოთლის ფასი 165 ფუნტია.

კოკა კვირკველია