„სოლარ სისტემა ელექტროენერგიის მიღების უალტერნატივო, მარტივი და ეფექტიანი შესაძლებლობაა“ - OHM ENERGY

მზის ენერგეტიკა არის ის მოქნილი, დანერგივსთვის მარტივი სექტორი, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ კარგ ბიძგს მისცემს ახალი მიმართულების ფორმირებაში, არამედ მის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოეფექტურობას შეუწყობს ხელს - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ OHM ENERGY-ს ხელმძღვანელმა, სიენდი ქლინ ენერჯი კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა ირაკლი უბილავამ განაცხადა.

გვიამბეთ OHM ENERGY-ს შესახებ, მისი გლობალური და ლოკალური კომპონენტების შესახებ…

ორგანიზაცია უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს. თავდაპირველად სომხეთში და მალევე დაემატა საქართველო... საყოფაცხოვრებო, კომერციული და მსხვილი პროექტების მიმართულებით და ჯამში უკვე 60 მგვტ-ზე მეტი მზის სადგურები გავუშვით ექსპლუატაციაში. ახლა, როდესაც ორგანიზაციამ მშენებლობაში საკმარისი გამოცდილება მოიხვეჭა, ჩვენ ვფოკუსირდებით პროექტების განვითარებაზე არა მხოლოდ მზე, არამედ მწვანე წყალბადის მიმართულებით. ასევე, აქტიურად ვამუშავებთ ელექტროავტომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს

ახლახანს დასრულდა ვიზიტების სპექტრი, უზბეკეთსა და ჩინეთში, სადაც უცხოელ პარტნიორებს გამოცდილებას უზიარებდით, გვიამბეთ აღნიშნული ვიზიტების შესახებ...

დღევანდელი საჭიროებისამებრ ვესტუმრეთ ორ ქვეყანას: უზბეკეთს და ჩინეთს. უზბეკეთში კომპანია Huawei-მ მიგვიწვია, რომელიც ჩვენი პარტნიორია აზიური მოწოდების ხაზით. მათ გვთხოვეს, უზბეკეთისთვის გამოცდილება გაგვეზიარებინა, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი აღჭურვილობა და მშენებლობის პროცესში სტანდარტების დაცვა იმისთვის, რომ ფოტოვოლტაიკურმა (მზის) სისტემებმა გამართულად იმუშაოს მაქსიმაური ეფექტურობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩინეთში SNEC გამოფენას ვესტუმრეთ. გამოფენის შემდეგ პარტნიორებთან განვიხილეთ დარგობრივი სიახლეები, მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია სექტორის განვითარების მიმართულების შესახებ. ეს ყოველივე გვეხმარება რეალურად შევაფასოთ მიწოდების ჯაჭვი.

რატომ სოლარ სისტემა? გვიამბეთ იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც იღებს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული სექტორი...

სოლარ სისტემა ელექტროენერგიის მიღების უალტერნატივო, მარტივი და ეფექტიანი შესაძლებლობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მზის სისტების ოპერირების საშუალო პერიოდი 25 წელიწადს შეადგენს ჯამში 20%-იანი ცვეთით, ხოლო დამატებითი შემოსავალი, რომელიც მთლიანი პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის შეჯამებულ დანაზოგს აგვისახავს, 4-5-ჯერ აღემატება პირველად ინვესტირებას (კონკრეტულად საქართველოს ბაზარზე არსებული დღევანდელი სიტუაციით). ანუ, მზის სისტემა შესაძლოა, განვიხილოთ ნებისმიერი მასშტაბის ინვესტირების შესაძლებლობით, ან შესაძლებლობად ფინანსურ დანაზოგებს ინფლაცია ავარიდოთ და დავაბანდოთ 25 წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 20%-იანი შემოსავლიანობა (ან ხარჯების დაზოგვა ორგანიზაციების შემთხვევაში). ყურადღება უნდა მიექცეს მწარმოებლების რეალურ სტრუქტურას, მათ რეალურ მოტივებს, ხარისხის მონიტორინგის მაქსიმალური ინსტრუმენტებს, რადგან ჯერ სამწუხაროდ, საქართველოში არ იციან, თუ რას გულისხმობს პანელებისა და გარდამქმნელების რეალური ხარისხი და საგარანტიო შემთხვევების აღმოფხვრის გამარტივებული შესაძლებლობა.

ამიტომ, ბაზარმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზუსტადაც რომ ხარისხსა და რეალური სოლარ ენერგეტიკის ნიუანსებს, რომელიც აგვარიდებს შემგომ არასასურველ შედეგს, როდესაც დაბალხარისხიანი სისტემების აქტიური დეგრადაცია დაიწყება ოპერირების მე-3 წელიწადში. გამოდის, რომ პროდუქციისა და ინტეგრატორის არჩევისას გვაქვს 2 ალტერნატივა:

I - გაწიონ საკმაოდ მაღალი რისკი და შიეძინონ სისტემა, რომლის ოპერირების პერიოდი მაქსიმუმ უკუგების პერიოდს შეიძლება უტოლდებოდეს (დაბალხარისხიანი სისტემები 5 წლის განმავლობაში არიან ეფექტურნი, მაღალხარისხიანი კი - 25 წელიწადი).

II – განავითაროს საკუთარი მზის სისტემა ძლიერი პარტნიორთან თანამშრომლობით, რომელსაც გრძელვადიანი თანამშრომლობის მოდელი აქვს მწარმოებელთან, რაც გულისხმობს იმასაც, რომ წუნის კოეფიციენტი, რომელიც მაღალხარისხიან მწარმოებლებში 0.5% შეადგენს, მარტივად იქნება გადაზღვეული LlOYD’S-ის პროდუქტით, ლოკალური სადაზღვეო ორგანიზაციის საგარანტიო ბონდით. ასევე, გვსურს ხაზი გავუსვათ და ცოტა თავიც მოვიწონოთ, რომ მომწოდებლები, რომელთა პროდუქტს ჩვენს ვთავაზობთ ბაზარს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან საერთაშორისო და რეგიონული მოდელების აქტიური ჩამოყალიბების მსურველები. ამიტომ ჩვენ მათთან ვამუშავებთ ხარისხის მონიტორინგის რეალურ შესაძლებლობებს ჯერ კიდევ ზრდად, ქაოტურ და წელიწადში 1 ტრილიონ დოლარიან დარგში.

ვინ არიან დღეს თქვენი მთავარი პარტნიორები?

ჩვენი ძირითადი პარტნიორები მსხვილი, საერთაშორისო მწარმოებლები არიან, ისეთები, როგორც AE Solar - რომელიც ამჟამად აქტიურად ავითარებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას და ფოკუსირდება საოპერაციო უპირატესობების ოპტიმიზაციაზე. Sunova Solar-თან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს ეწერება ხელი, რომლის საფუძველზე შეიქმნება მიწოდების ჯაჭვის მაქსიმალური გამჭირვალობის მოდელი, ხარისხის მონიტორინგის ახალი მოდელების შემუშავება. ორგანიზაცია პროფილირდება ნიშურ ტექნოლოგიებზე. იგეგმება ორგანიზაციის IPO-ზე გასვლა, და რაც ყველაზე საინტერესოა, ის სრულად კერძო კაპიტალზეა და ორგანულად იზრდება. ეს საერთაშორისო განვითარების უკიდეგანო პერსპექტივებს ნიშნავს. გარდამქმნელების ნაწილში ვთანამშრომლობთ SMA და Huawei-თან. მათთან ჯამში ათობით მილიონი აშშ დოლარის პროექტები გვაქვს განხორციელებული. აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ინიციატივები საკმაოდ ლოკალურ, მაგრამ მრავალფენოვან გადაწყვეტილებებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სომხეთი მაშტაბით პატარაა, საჭიროა პოტენციური პარტნიორებისთვის საპილოტე მოდელების გაზიარება, რომელიც გულისხმობს სექტორის შესვლას საზოგადოების ყველა კლასტერში და ეკო-ტექ-ეფექტური ტრენდების დანერგვა, ახალი მიმართულებების განვითარება და საქართველოში წელიწადში 5-10 მილიარდიანი ინდუსტრიის ჩამოყალიბება.

როგორია გლობალური ტრენდი, სოლარ სისტემების იმპელემენტირების შესახებ და სად არის ამ მხრივ საქართველო?

მსოფლიოში დიდი ცვლილებებია, რომლის შედეგად განახლებადი ენერგიების განვითარების აქტიური ფაზა დაიწყო. ნედლეულის მოპოვების ზრდით, ახალი რესურსების მოკვლევით, წარმოების ტექნოლოგიების დახვეწით მზის ენერგია ყოველწლიურად უფრო კონკურენტული ხდება და წელს სექტორში მოზიდული რესურსი, მსოფლიო ნავთობისა და გაზის სექტორში მიმართულ ნაკადებს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ყალიბდება მეგასისტემა, რომლის შიგნითაც კომბინირდება, ირწყმის, იფილტრება მწარმოებლები, ტექნოლოგიები. 5-10 წლის პერსპექტივაში მსოფლიოში ვიხილავთ ტექნოგიგანტების რამდენიმე კლუბს, რომლებიც საკუთარ ტექნოლოგიებს ხელოვნურ ინტელექტს აბამს და 15-20 წელიწადში სრულად ენერგოდამოუკიდებელ, ციფრულ ეპოქაში გადასვლის შანსი გვექნება. ამიტომ ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტორები და სახელმწიფოები აქტიურად აბანდებენ რესურსებს სავაჭრო მარშრუტებში, ტექნოლოგიებში. ესტაფეტა ახალ ტექნოლოგიებს, დახვეწილ ბლოქჩეინს, ლითიუმსა და სპილენძს გადაეცა.

როგორია საქართველოს პერსპექტივა მსოფლიო ბაზარზე და რა უნდა გავაკეთოთ?

კავკასია და ცენტრალური აზია - ეს არის ის სარტყელი, რომელიც მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების ყურადღების ცენტრშია მოქცეული როგორც სავაჭრო დერეფანი და კვანძი (აბრეშუმის გზა, ანაკლიის პორტი), ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოების პერსპექტიული მიმართულება (საუბარია შავი ზღვის, შემდეგ კასპიის ზღვის კაბელის პროექტზე).

ევროკავშირი (ენერგო უსაფრთხოება - მწვანე ელ.ენერგიის, ნავთობის, გაზის იმპორტის დერეფანი ც.აზია, აზერბაიჯანი და საქართველოდან), ჩინეთი, (ევროპასთან და ახლო აღმოსავლეთთან სავაჭრო დერეფანი) , გაერთიანებული სამეფო (აღმოსავლეთ - დასავლეთის ინფრასტრუქტურა, ფინანსების გრძელვადიან ბმის ფორმატში - ფინანსური პროდუქტების მოწოდება), ა.შ. - ეს მხარეები განიხილავენ კავკასიას უალტერნატივო კვანძად, საერთაშორისო ვაჭრობასა და გეოპოლიტიკაში. საქართველოს დეოკუპაციის შემდეგ რეგიონში მულტიმოდალური საერთო უსაფრთხოების მოდელის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. ზუსტად ამიტომ ჩვენ, საქართველომ, მყისიერად უნდა შევიმუშავოთ ქვეყნის ტექნოჰაბად, ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად გარდაქმნის გრძელვადიანი სტრატეგია. მზის ენერგეტიკა არის ის მოქნილი, დანერგივსთვის მარტივი სექტორი, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ კარგ ბიძგს მისცემს ახალი მიმართულების ფორმირებაში, არამედ მის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოეფექტურობას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, დაგვიფიქსირებს საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფებს. ელექტროენერგიის ბირჟის, ხოლო შემდეგ შავი ზღვის კაბელის პროექტის გაშვება, და ასევე ევროპაში ელექტროენერგიის ფასების ზრდის დინამიკა ცხადყოფს, რომ ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში მკვეთრად გაიზრდება, რაც სარისკოა როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობისთვის. ათწლიანი გეგმები, რომელსაც საქართველოს ელექტროსისტემა ყოველ წელს აზიარებს, შესაძლოა, განივრცოს და დეტალიზირდეს ისეთი შესაძლებლობებითა და ანალიზებით, როგორც, მაგალითად, შემნახველი სისტემების განვითარების შესაძლებლობები და გეგმა, მათ შორის მწვანე წყალბადის ბაზაზე.

ჩემი დიდი სურვილია, საზოგადოებამ გაანალიზოს ქვეყნის რეალური გამოწვევები და პოტენციალი, და გაჩნდეს მოთხოვნა მყისიერ, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ რეფორმებსა და პროექტებზე. ზუსტად ამიტომ ჩვენი გუნდი, რომელიც აქტიურად პროფილირდება საერთაშორისო არხების დანერგვასა და სინერგირებაში, აანალიზებს საქართველოს პოტენციალს, საზოგადოებისა და სრულიად სახელმწიფოს რეფორმირებისადმი წყურვილს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ რეალურად გრძელვადიანი სტრატეგიული უპირატესობების ჩამოყალიბებაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების ხიდი.

(R)