საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 384.885 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე (505.708 მლნ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ მაისშიც, როგორც წინა თვეების განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა - 154.7 მლნ დოლარი. რუსეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიან გზავნილებში 40%-ს აღემატება.
ყველაზე დიდი ოდენობით გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
რაც შეეხება გადარიცხვებს, ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.915 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის (28.663 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებელთან შედარებით 7.8%-ით მეტია.
სულ, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2.010 მლრდ აშშ დოლარზე მეტის ფულადი გზავნილი შემოვიდა. 5 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობით, 992.805 მლნ აშშ დოლარის გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა, შემდეგ მოდიან იტალია 206.952 მლნ აშშ დოლარით და აშშ 167.541 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება გასულ წელს, 2022-ში საქართველოში 4,372 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, აქედან, 2.067 მლრდ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 48%-მდე - რუსეთიდან.