500-დან 84 000 დოლარამდე - რომელი შემსრულებლის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ღირდა ყველაზე ძვირი

ცოცხალი მუსიკის სამყარო თაყვანისმცემლებისთვის ყოველთვის იყო ამაღელვებელი გამოცდილება. მუსიკის ჯადოსნური სფერო, ყველა მელომანს აჯადოებს და უფრო მეტიც, თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება.

ლეგენდარული როკ-ჯგუფებიდან დაწყებული, პოპ ვარსკვლავებით დამთავრებული, მასშტაბურმა კონცერტებმა და ტურნეებმა ისტორია დაწერეს. ეპოქალური შემსრულებლების კონცერტზე დასასწრებად, ფულს არავინ იშურებს.

ცოტა ხნის წინ, გლობალურ საკონცერტო ციებ-ცხელებაში საქართველოც ჩაერთო. ყველასთვის გასაოცრად, ქვეყანაში ისეთმა არტისტებმა და შემსრულებლებმა ჩანიშნეს კონცერტები, როგორიცაა: ბრუნო მარსი, Nile Rodgers & Chic, The Killers, Imagine Dragons და სხვა. აღნიშნულ კონცერტებზე დასაწრები ბილეთები თითქმის ყველა საფასო კატეგორიაში არის ხელმისაწვდომი.

Imagine Dragons-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობდა. ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი კი 125 ლარიდან 1450 ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ დაბალ ფასიანი ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა, რადგან მათი ფინანსური რესურსი მათ საყვარელი მომღერლის კონცერტზე დასწრების საშუალებას არ აძლევს.

მსოფლიოში კი ზოგიერთ კონცერტზე დასასწრები ბილეთი იმდენად ძვირი ღირდა, რომ მათ რეკორდები აქვთ მოხსნილი. საინტერესოა, რომელი შემსრულებლის კონცერტზე დასწრება ღირდა ყველაზე ძვირი?

ჯონ მაიერი, სობ როკის ტური 2022 წელი - 500 დოლარი

ჯონ მაიერმა, რომელიც ცნობილია თავისი ხმითა და გიტარაზე დაკვრის განსაკუთრებული უნარებით, 2022 წელს Sob Rock ტური დაიწყო. ბილეთების ფასი ერთ ადამიანზე 500 დოლარს აღწევდა.

თუმცა, ფასის მიუხედავად, მაიერის ბლუზის, როკისა და პოპის უნიკალურმა ნაზავმა აუდიტორია ნამდვილად მოხიბლა.

One Direction, Take Me Home-ის ტური: 1 000 დოლარი

ბრიტანულ-ირლანდიურმა ჯგუფმა One Direction-მა Take Me Home ტურით მსოფლიო შტურმით მოიცვა.

ბილეთის საშუალო ფასი ერთ ადამიანზე საშუალოდ 460 დოლარი იყო, VIP ბილეთების შეძენა ერთ ადამიანზე 1000 დოლარად იყო შესაძლებელი. ტურზე ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა- ყოველდღიურად 300 000-ზე მეტი.

ბიონსეს და ჯეი-ზის VIP ტურნე The Run II – 1 991 დოლარი

ბიონსემ და ჯეი-ზიმ On The Run II ტური 2018 წელს დაიწყეს, რითიც მსმენელებს დაუვიწყარი სანახაობები შესთავაზეს.

ბილეთების ფასი 391 დოლარიდან იწყებოდა, VIP შეთავაზება კი ერთ ადამიანზე 1991 დოლარი ღირდა.

ლედი გაგას ლას-ვეგასის რეზიდენცია – 2 000 დოლარი

პოპ- დივამ, ლედი გაგამ ლას-ვეგასის რეზიდენციაში თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილება შესთავაზა.

ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე 2000 დოლარს აღწევდა. როგორც Showbiz Cheatsheet წერს, ვარსკვლავის რეზიდენციაში იყო წარმოდგენილი მისი თეატრალური წარმოდგენებიც.

Rolling Stones, 50 & Counting ტური – 1 000 დოლარი

ლეგენდარულმა როკ ჯგუფმა Rolling Stones-მა 2012 წელს 50 წლის იუბილე 50 & Counting ტურნეთი აღნიშნა, რომელმაც თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან მიიზიდა.

ბილეთის საშუალო ფასი ერთ ადამიანზე 1000 დოლარიდან იწყებოდა. როკ ჯგუფის ელექტრიფიცირებულმა პერფორმანსებმა და საკულტო ჰიტებმა ეს ტური საკულტო სანახაობად აქცია.

ჯასტინ ბიბერი, Justice World ტურნე – 1 500 დოლარი

ჯასტინ ბიბერმა თავისი მსოფლიო ტურნე გრანდიოზული წარმოდგენების ფონზე გამართა. მასზე დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი 1500 დოლარი იყო.

Justice World Tour-მა გააძლიერა ბიბერის, როგორც გლობალური სუპერვარსკვლავის სტატუსი.

The Weeknd, After Hours Til Dawn ტურნე - 2 071 დოლარი

კანადელმა მომღერალ-კომპოზიტორმა The Weeknd-მა 2022 წელს თაყვანისმცემლები თავის After Hours Til Dawn ტურნეში, ამაღელვებელ გარემოში ამოგზაურა.

VIP ადგილების ბილეთის ფასი 2 071 დოლარი ღირდა. თუმცა იყო შედარებით დაბალ ფასიანი შეთავაზებებიც. ვიზუალურად განსაცვიფრებელმა სპექტაკლებმა და ეფექტებმა ტური უნიკალურ შოუდ აქცია.

ელტონ ჯონი, Farewell Yellow Brick Road ტურნე - 4 500 დოლარი

ლეგენდარულმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა კარიერა Farewell Yellow Brick Road ტურნეს მეშვეობით დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების საბაზისო ფასი საშუალოდ 1000 იყო ერთ ადამიანზე, VIP ბილეთების ფასი 4 500 დოლარამდეც ავიდა. ტურმა თაყვანისმცემლებს დაუტოვა მოგონებები, რომლებიც მათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

Maroon 5, M5LV რეზიდენცია - 8 701 დოლარი

პოპ-როკ ჯგუფმა Maroon 5-მა ლას-ვეგასში თაყვანისმცემლებს ექსკლუზიური M5LV კონცერტი შესთავაზა. Vivid Seat-ის მიხედვით ბილეთების ფასმა 8,701 დოლარს მიაღწია. როგორც მედია წერს, ეს ჯგუფის მსმენელებისთვის წარმოუდგენელი საღამო იყო.

ლედ ზეპელინი, Ahmet Ertegun Tribute კონცერტი - 84 000 დოლარი

როკის ლეგენდები ლონდონის O2 არენაზე, ატლანტიკ რექორდსის გარდაცვლილი დამფუძნებლის პატივსაცემად წლების შემდეგ კვლავ გაერთიანდნენ.

ამ კონცერტმა ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთებით რეკორდი მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ შოუს საწყისი ბილეთის ფასი სულ რაღაც 250 დოლარი იყო, მათი გარკვეული ნაწილი 84 000 დოლარად გაიყიდა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი