გერმანულმა ავტომწარმოებელმა Opel-მა განახლებული ლოგო - საკულტო "ელვისებური" სახით წარადგინა. პირველი ავტო ახალი ემბლემით 2024 წელს გამოვა - განაცხადეს გერმანული კომპანიის მფლობელი ტრანსნაციონალური კონცერნის Stellantis-ის პრესსამსახურში.
ახალი "ელვა" შედგება ორი შეწყვეტილი ხაზისგან შეერთების ადგილზე. გარდა ამისა, მიიღო დაშორება მრგვალ კონტურზე, რომელშიც ის არის ჩასმული.
Stellantis -მა ემბლემის განახლება ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლით ახსნა. "ელვა", როგორც არცერთი სხვა ნიშანი, სიმბოლოა ელექტროენერგიის. ასე რომ, ლოგო შესანიშნავად განასახიერებს Opel-ის პროგრესს ელექტრომობილებში“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
ამჟამინდელი ემბლემა პირველად Opel-ის სატვირთო მანქანებზე გამოჩნდა, რომლებსაც ერქვათ Opel-Blitz.
ელვა ბრენდის ოფიციალური ლოგო 1963 წელს გახდა.