რა ღირს საკრუიზო გემზე ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში

ოდესმე გიოცნებიათ კრუიზით მსოფლიოს შემოვლაზე? ახლა ნამდვილად შეგიძლიათ თქვენი ფანტაზია რეალობად აქციოთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ეს საოცრად ხელმისაწვდომია.

Life At Sea Cruises-მა ახლახან მოგზაურობის პირობები შეცვალა და წლიური მოგზაურობის საფასური 30 000 დოლარიდან იწყება.

კომპანია ვიზიტორებს ჰპირდება, რომ მოინახულებს 375 პორტს მთელს მსოფლიოში, 135 ქვეყანას და შვიდივე კონტინენტზე. გემი სამი წლის განმავლობაში 130 000 მილზე მეტს გაივლის.

გემზე, რომელიც მსურველებს მსოფლიოს სამ წელიწადში შემოატარებს, ხელმისაწვდომი იქნება ხუთ ვარსკვლავიანი ძვირად ღირებული რესტორნები, საცეკვაო კლუბები, კარაოკე ბარები და გოლფის თამაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილზე მზეზე დასვენებისთვის, მრავალრიცხოვან აუზებზე და სპა გამაჯანსაღებელ ცენტრებზე.

კრუიზში ცხოვრებას აქვს ბევრი ბენეფიტი. მათ შორის, შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა, გადასახადებისთვის თავის არიდება, Starlink-ის ინტერნეტ კავშირი და სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ოფისი.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე თითქმის ყველაფერი უფასოა, რაც ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სამი წელი გაატაროთ უამრავი პინა კოლადების დალევაში. Life at Sea Cruises თავის მომავალ მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ მოინახულებენ „მსოფლიოს 14 საოცრებიდან 13-ს.

ბორტზე მყოფი კაბინები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა და ყველაზე დაბალი დონის 130 კვადრატული ფუტიანი ოთახი დაგიჯდებათ 29,999 დოლარი წელიწადში თითო ადამიანზე. უფრო დიდი ოთახები აივნით, ეღირება 109,999 დოლარი ერთ ადამიანზე წელიწადში.

გემი Life at Sea Cruises სტარტს სტამბოლიდან, 2023 წლის 1-ელ ნოემბერს აიღებს.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი