რა ეღირება რეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, რომელსაც კომპანია Red Wings-ი შეასრულებს

მოსკოვიდან საქართველოს მიმართულების ფრენას კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია - Red Wings-ი იწყებს. როგორც კომპანიის საიტიდან გახდა ცნობილი, ფრენების დაწყების თარიღი 10 ივლისია და ბილეთების გაყიდვაც უკვე დაწყებულია.

ამ კონკრეტული თარიღით ფრენის ღირებულება 241 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ფასი მომდევნო ფრენებზე კლებულობს.

red-1688138896.png

რაც შეეხება სოჭი-თბილისის რეისს, ის 11 ივლისიდან დაიწყება და 68 დოლარი ეღირება.

redd-so-1688139340.png

ავიაკომპანიის ცნობით, „ფრენები 100-ადგილიანი, თანამედროვე და კომფორტული SSJ100-მოდელის რუსული თვითმფრინავით შესრულდება. განცხადებაში მოსკოვი-ქუთაისის ფრენის ხანგრძლივობაც არის დაკონკრეტებული და ის 3 საათსა 40 წუთს შეადგენს. რეისები დომოდედოვოს აეროპორტიდან შესრულდება.

ბილეთების შეძენა ასევე ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციით არის შესაძლებელი, რომელიც App Store-ში, Google Play-სა და აკრედიტებული აგენტებთან არის ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის: Red Wings-ს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირება 2 ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით უნდა დაეწყო. ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა რუსულ ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 18 მაისს მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის შესახებ განკარგულება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.

ამ დროისთვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს კომპანიები „აზიმუტი“ და Georgian Airways- ი ახორციელებენ.

ეკა დარჩიაშვილი