მსოფლიო პასპორტების რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზეა. რეიტინგს კანადური საკონსულტაციო კომპანია, Arton Capital თავის ვებგვერდზე ავრცელებს.
კვლევა ეფუძნება იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელშიც ჩასვლა პასპორტის მფლობელს უვიზოდ შეუძლია ან ვიზას ჩასვლისთანავე იღებს.
რეიტინგის მიხედვით, ქართული პასპორტის სიძლიერის მაჩვენებელი 131 ქულას შეადგენს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ, 78 ქვეყანას ეწვიონ, ხოლო 53 ქვეყანაში ვიზა ჩასვლისთანავე აიღონ. ამასთან, წინასწარ ვიზის აღება 67 ქვეყანაში გასამგზავრებლად არის საჭირო.
აღსანიშნავია, რომ Arton Capital-ის 2022 წლის რეიტინგში საქართველო 127 ქულით 34-ე ადგილს იკავებდა. მაშინ ქართული პასპორტით უვიზოდ ჩასვლა ოთხით ნაკლებ, ანუ 74 ქვეყანაში შეიძლებოდა, ხოლო იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვიზა ჩასვლისთანავე გაიცემა, ანალოგიურად 53 იყო.
მეზობელი ქვეყნებიდან პასპორტის სიძლიერით საქართველო უსწრებს სომხეთს (35 უვიზო და 47 ჩასვლისთანავე), რომელიც მე-60 ადგილზეა, ასევე, 61-ე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს (33-48), თურქეთსა (74-50) და რუსეთს (79-46), რომლებიც თანაბრად 35-ე ადგილზე არიან. უკრაინა 148 ქულით, ანუ 96 უვიზო მგზავრობისა და ჩასვლისთანავე ვიზის აღების 52 ქვეყნის რაოდენობით მე-18 ადგილზეა.
Global Passport Power 2023-ის რეიტინგის პირველ ათეულ პოზიციაზე არიან (უვიზო-ჩასვლისთანავე-ჯამი):
მოამზადა ლადო სულაბერიძემ