საქართველოს ორმა დიდმა ბანკმა ალტ-ინფოს ანგარიშები დაბლოკა

საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა - „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ ორგანიზაცია ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკეს.

„ბიზნესპრესნიუსი" ორივე ბანკს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.

თავად ალტ-ინფოს წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, თუმცა ორგანიზაციის წევრები ფაქტს სოციალურ ქსელში ადასტურებენ.

„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გააჩნია ქრისტიანი საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია „ალტ-ინფო'' და „კონსერვატიული მოძრაობა'' 2 ბანკი - საქართველოს ბანკი და TBC ბანკი აუქმებს მათ ანგარიშებს!!!

ეს არის სისტემის ფართხალი უკვე!!!

წარმოიდგინეთ ახლა ''ციფრული ფული'' რომ იყოს მარტო ქვეყანაში", - წერს ალტ-ინფოს ერთ-ერთი წევრი.

„ბიზნესპრესნიუსი" ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

თამარ მუკბანიანი