აზიას ბევრი მილიარდერი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოში არიან ცნობილები და არც საქველმოქმედო საქმიანობაზე ამბობენ უარს.
მათი ქონება, ულტრა მდიდრებს აძლევს საშუალებას შეიძინონ უნიკალური უძრავ-მოძრავი ქონება. უახლესი ძვირად ღირებული მანქანების, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისა და უძრავი ქონების გარდა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს თანამედროვე იახტები წარმოადგენს.
წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებული იახტებს, რომლებსაც ცნობილი აზიელები ფლობენ.
სალმან ხანი
მიუხედავად იმისა, რომ ხანის იახტის სპეციფიკაციების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, გავრცელებული ინფორმაციით, მისი იახტის- INR 3 Crore -ს ფასი დაახლოებით 365 646 აშშ დოლარია. იახტა მილიარდერმა 2009 წელს ძმასთან, სოჰაილთან ერთად იყიდა.
იმდროინდელ Mumbai Mirror-ის სტატიაში გაირკვა, რომ სალმანის საშუალო ზომის იახტა გემბანზე 10-15 პერსონას იტევს.
მუკეშ ამბანი
ულტრა მილიარდერი მუკეშ ამბანი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლის გარდა ფლობს 100 მილიონ დოლარად შეფასებულ იახტას, რომელიც ამაყობს რამდენიმე უახლესი ფუნქციით, როგორიცაა ამოწეული მზის შუშის სახურავი, ექსკლუზიური სივრცე ვერტმფრენისთვის, პირადი სტუმრების ლუქსი, საუნა, მასაჟის ოთახი, სპა, საფორტეპიანო ლაუნჯ ბარი, გარე მზის აბაზანების ადგილი და 25-მეტრიან აუზს. მუკეშ ამბანის მცურავი სასახლე 58 მეტრი სიგრძის და დაახლოებით 38 მეტრი სიგანის არის.
ლაკშმი მიტალი
ინდოელი ფოლადის მაგნატი და ArcelorMittal-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე, ლაკშმი მიტალი 80-მეტრიან სუპერიახტა Amevi-ს ფლობს, რომელიც აშენებულია Oceanco-ს მიერ. იახტის ფასი 125 მილიონი აშშ დოლარია.
ელეგანტურ ალუმინის იახტას ეკიპაჟის 20 წევრი ემსახურება და რვა VIP კაბინეტში 16-მდე სტუმარს იტევს. ცნობილი ინტერიერის დეკორატორის, ალბერტო პინტოს მიერ შექმნილი Amevi გაფორმებულია ალუბლის ხის ავეჯით და იტალიური მარმარილოთი.
გემზე ასევე არის აუზი, სპორტული დარბაზი და სხვა განსატვირთი ზონები. 9000 ცხენის ძალის ძრავის მქონე, ამ ძვირად ღირებულ გემს შეუძლია საათში 34 კილომეტრის სიჩქარე განავითაროს.
ჯეკი ჩანი
მსოფლიო ვარსკვლავმა თავისი ცისფერ-თეთრი 152-ფუტიანი სუპერიახტა 2019 წელს შეიძინა. ჩინეთის გემთმშენებლობის Jinlong-ის მიერ 2017 წლის ოქტომბერში გაშვებული, ჩანის კრეისერი სპეციალურად დაპროექტდა ჰოლანდიური საზღვაო არქიტექტურის ფირმა Mulder Designs-ის მიერ. გარდა ელეგანტური, მინიმალისტური ექსტერიერისა, მას ასევე აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, კერძო სპორტული დარბაზი, ღია საშხაპე, სამრეცხაო ოთახი, ნავის სახლი და სათავსო. იახტას აქვს ტყუპი MTU 16V 2000 M84 დიზელის ძრავი.
ომანის სულთანი
600 მილიონ დოლარად შეფასებული, 155-მეტრიანი იახტა “ალ საიდი“ გერმანიაში შეიქნმა და ომანის სულთანს ეკუთვნის.
მდიდრული იახტა შიგნიდან მორთულია ბრიტანული კომპანია RWD-ის მიერ და გარედან Espen Oeino-ს მიერ. ის იტევს 70-მდე სტუმარს 26 ლუქსში. სხვა ექსტრავაგანტულ ობიექტებში შედის საკონფერენციო დარბაზები, კინოთეატრი, ლიფტები, წყალქვეშა განათებები, გემბანის ჯაკუზი.
“ალ საიდს“ აქვს ტყუპი დიზელის MTU (20V 8000 M70) 20-ცილინდრიანი 11,149 ცხენის ძალის მქონე ძრავები.
წყარო: msn.com