Intel-მა გადაწყვიტა უარი თქვას Next Unit of Computing (NUC) ოჯახის მინი-კომპიუტერების შემდგომ გამოშვებაზე. პროცესორების მწარმოებელმა გიგანტმა პარტნიორებს შესაბამისი განცხადებით შეტყობინება უკვე გაუგზავნა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ შევაჩეროთ პირდაპირი ინვესტიციები Next Unit of Computing (NUC) ბიზნესში და შევცვალოთ ჩვენი სტრატეგია, რათა ჩვენი ეკოსისტემის პარტნიორებს საშუალება მივცეთ განაგრძონ ინოვაციები და NUC-ის ზრდა. ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს დანარჩენ მიმართულებებზე, როგორებიცაა Intel Client Computing Group (CCG) ან Network and Edge Computing (NEX) გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, რათა უზრუნველვყოთ შეუფერხებელი გადასვლა და ყველა ჩვენი მიმდინარე ვალდებულებების შესრულება,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინამდვილეში, საქმე ეხება არა მხოლოდ მინი კომპიუტერებს. Intel-ის ეს განყოფილება ასევე პასუხისმგებელი იყო ნოუთბუქების საეტალონო დიზაინზე, მინი კომპიუტერების ეტალონურ დედაპლატებზე და ა.შ. ამ ყველაფერს Intel-ი უკვე აღარ გააკეთებს.
პირველი NUC PC 2013 წელს გამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ოჯახი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა. შეინარჩუნებენ თუ არა მას მწარმოებლები Intel-ის თამაშიდან გასვლის შემდეგ, ჯერ გაურკვეველია.