10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სკოლა საქართველოში - Galt & Taggart

კერძო სკოლებში ჩარიცხულთა წილი 2022-23 წელს 10.1%-ს შეადგენდა და მოსალოდნელია, რომ 2027-28 წელს ეს მაჩვენებელი 11.3%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, კერძო სკოლებში ერთ მოსწავლეზე საშუალო შემოსავალმა 2022 წელს 4 500 ლარი შეადგინა; შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 3 200 ლარი იყო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტოპ-15 კერძო სკოლის მომგებიანობის მარჟები პანდემიის მიუხედავად, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს EBITDA მარჟა 24.5%-ს, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 22.7%-ს შეადგენდა.

Galt & Taggart-ის თანახმად, 2022-2023 წლებში, შემოსავლის მიხედვით საქართველოში, ტოპ-10 კერძო სკოლის სია ასეთია:

  • ბრიტანულ ქართული აკადემია - 20 300 000 ლარი
  • ევროპული სკოლა - 18 157 000 ლარი
  • ახალი სკოლა - 14 148 000 ლარი
  • თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - 13 924 000 ლარი
  • შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - 8 704 000 ლარი
  • გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - 6 927 000 ლარი
  • წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - 5 967 000 ლარი
  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 5 495 000 ლარი
  • ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - 5 319 000 ლარი
  • მწიგნობართუხუცესი - 4 691 000 ლარი

თამარ მუკბანიანი