2024 წელს უნდა ველოდოთ უფრო მეტ მეწყერს, წყალდიდობას და ექსტრემალურ ტემპერატურებს - ნინო ჩხობაძე

სტიქიური მოვლენებითა და ამის შედეგად მიღებული ზარალით, მიმდინარე წელი საქართველოსთვის უკვე გამორჩეულად პრობლემური იყო. თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 2024 წელი კიდევ უფრო რთული იქნება, ამიტომ შესაბამისი ორგანოები, ამას მომზადებული უნდა ხვდებოდნენ.

„2023 წელი პრობლემური წელი იყო, 2024 არანაკლები იქნება კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით. უნდა ველოდოთ, უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას, უფრო მეტ ექსტრემალურ ტემპერატურებს, რომლის ხანგრძლივობა დიდია. პროგნოზირება უკვე გაკეთებულია, რომ ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს, ეს პრევენციული ღონისძიებით ჩვენც ხომ უნდა ვივარაუდოთ, რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ამას ვერ გაუძლებს, გაუჭირდება. ეს ტემპერატურული გრადაცია ძალიან ცუდია, უცებ ძალიან ეცემა ტემპერატურა, ამპლიტუდა ძალიან მერყეობს, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს ეს პირველ რიგში, მაგრამ ასევე მოქმედებს ინფრასტრუქტურაზე. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი მდგრადობით უნდა იყოს დათვლილი და გაკეთებული. არ შეიძლება სხვანაირად“,- განაცხადა "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

ნინი ქეთელაური